შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ფოთლებს გავხარ

_Ni_Ka 6 წლის წინ
იცავდე მას, ვინც ასე გიყვარს,
გავს იმ ცხოვრებას, რომელშიც არ ხარ
და დროის ფლნგვას ზაფხული მიყავს
შემოდგომაში და ფოთლებს გავხარ!

ცივია მხარე ნიავის შვებით.
სულ უფრო ძლიერ მედება ობი.
მას შემდეგ ზეცა მიყვარდა ვნებით
მისი კაკებების ფერთა ზაობით!

და უძლურია ყოველი დილა,
რომ ცარიელი ვიღვიძებ მასში.
მიყვარდა შენი თმები, ნამდვილად!
მიყვარდა სუნთქვა მარტოობაში

უელავს ბროლი მდგარ მწკრივის ბოთლებს
და თრობა სულის უფრო ფერს სახავს.
მოგონებები მისდევდნენ ფოთლებს,
ფოთლებს რომლებსაც ვერასდროს ვნახავ!

იცავდე მას, ვინც ასე გიყვარს.
სურვილი გიცავს, თუმცა სადა ხარ?
რომ დროის ფლანგვას ზაფხული მიყავს
შემოდგომაში და ფოთლებს გავხარ!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →