ჩანაწერი
Laravel
ცივი ფერდობი
ცივი ფერდობი, ვეღარ ვენდობი
სიშორეს წამებს.
ძლიერ მშორდები, ნუ ჩაჩოჩდები
დარჩი ამ ღამეს.
აღელდა სული, მაწვიმს და მათოვს
არა მაქვს ბინა.
ელავს წარსული, როგორც მადათოვს
ჩამოურბინა.
გზიდან გაშლილი რხევა სდევს შრიალს
იწვის მელანი,
ბზინავს წაშლილი თეთრი არშია
და პაემანი!
სიშორეს წამებს.
ძლიერ მშორდები, ნუ ჩაჩოჩდები
დარჩი ამ ღამეს.
აღელდა სული, მაწვიმს და მათოვს
არა მაქვს ბინა.
ელავს წარსული, როგორც მადათოვს
ჩამოურბინა.
გზიდან გაშლილი რხევა სდევს შრიალს
იწვის მელანი,
ბზინავს წაშლილი თეთრი არშია
და პაემანი!
Laravel
კომენტარი
0