ჩანაწერი
Laravel
წარმატების მოლოდინის გარეშე
წარმატების მოლოდინის გარეშე
ედებიან ქარიშხლები მწვერვალებს.
პოეზიის აცისფრებულ მხარეში
ჩემი გული და ლექსები ელვარებს.
მიწვდებიან ღამეებს ღრმას, შორეულს
და ვერავინ, და ვერავინ გაიგებს.
ხელოვნების ტანჯვით შექმნილ მორეულს
ჩემი გული და ლექსები წაიღებს.
ედებიან ქარიშხლები მწვერვალებს.
პოეზიის აცისფრებულ მხარეში
ჩემი გული და ლექსები ელვარებს.
მიწვდებიან ღამეებს ღრმას, შორეულს
და ვერავინ, და ვერავინ გაიგებს.
ხელოვნების ტანჯვით შექმნილ მორეულს
ჩემი გული და ლექსები წაიღებს.
Laravel
კომენტარი
0