შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ყოველთვის, ყველგან იყავი მშვიდი

_Ni_Ka 6 წლის წინ
დღეს ყველაფერი მარცხნისკენ მიდის.
მარჯვნივ ქარია და დამამარცხე.
ყოველთვის ყველგან იყავი მშვიდი.
მოდი და ხელით თმები დამვარცხნე.

ცხენების დოღი მშვიდია მიქრის.
ქარიც მშვიდია გრიგალის ზღვარზე.
ზღვებს მერამდენე ტკივილი მისდის,
ჩემი ან სხვების უაზრო გვარზე.

ხტუნავენ გიჟნი არაფერს ფლობენ.
მე უდაბნოში თუ დავიფალი.
მსურს ვიყო ჩიტი იქ სადაც მგლობენ.
მიწოდეთ მარტო თავისუფალი.

მშვიდია, მშვიდი ყოველი ბუთქვა
და ნებისმიერ მომხდარში ვსუნთქავ
არ მსურს დიდება, ძალა ცას ვფშნიდე-
მხოლოდ სიმშვიდე! მხოლოდ სიმშვიდე!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →