შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

უცხო დროს მომკვდარხარ

_Ni_Ka 6 წლის წინ
უცხო დროს მომკვდარხარ და ზღვები აღელდნენ,
როგარაც ელოდნენ ტალღები ქარიშხალს.
დემონურ მაგ თვალებს ფიფქები აღებდნენ,
ქარი ჯადოქარი აწვდიდა დარიშხანს.
სულ იქით, სივრცეში გახვეულ ზმანებით
გაღებულ თვალებში სიშავემ იმატა
კოსმიურ ნისლეულს დაერთვნენ ზარები
და მოლანდებამ კოშკიდან ინათა.
ო, საით იხმობენ რელსები ვაგზალებს,
ისვრიან თეთრ ღამეს და მსუბუქ სხვა მაჟორს,
სიცოცხლის ოცნება ეხვევა ლაზარეს
და ლანდი კოშკიდან გასტყორცნის სამაჯურს!
სულ ბოლოს, ო, მძიმედ ამზადებს სამშვენისს,
ო, ქალის მშვენებით ღმერთები კვდებიან.
ამნაირ სიბნელეს მითხარი რა შველის-
რომ თოვლი თვალების ჩემს მკერდზე დნებიან!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →