შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

გამოაძევე შარმისგან სული

_Ni_Ka 6 წლის წინ
გამოაძევე შარმისგან სული.
ის ლამაზია, როგორც მეძავი.
იყოს გაფრენა და სიყვარული
სადღაც უაზროდ დაუკეცავი.

შემოაშველეთ კედლებს საზღვარი.
შემოაშველეთ მათ უსაზღვრობა.
იყოს ყოველი ცრემლის გამლღვარი
სოფლად დინება და ნიაღვრობა.

ქარმა ტოტები შიშვლად გაიწყო
და უფრო სცივათ მშიერ არსებებს.
აქ არაფერი უნდა დაიწყო
და დასასრულიც არ იარსებებს!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →