შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ჩემში, შენ თავად ლექსი ხარ

_Ni_Ka 6 წლის წინ
შენი მოწყენა დააბიჯებს ვით დედოფალი
და სევდა გულში ჩაგიტოვეს უსიყვარულოდ.
იგი მარტოა, და ვერ ვშველი დაე მომკალით-
ოღონდ არ უთხრათ, სადმე ჩიხში, ჩუმად ფარულად!

შენ მოგიტანეს ჩაით სავსე, ალბათ კალათა.
შენ დაგიხატეს და ნახატი ვერ ავიტანე.
შენ მოგიტანეს ყველაფერი მაგრამ ცალად და
მე ცარიელმა მხოლოდ ჩუმი ცა მოგიტანე!

შენ პოეტებშიც დაიმკვიდრე სასუფეველი.
ვიღაცებისთვის შთაგონების ალბათ ცეცხლი ხარ.
მათ მტკნარ ლექსებში გამოჩნდები აუხდენელი-
და ჩემში შენ კი თავად ლექსი ხარ!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →