შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

მე მიყვარს უშენოდ ვიფრინო ჰაერში

_Ni_Ka 6 წლის წინ
მე მიყვარს უშენოდ ვიფრინო ჰაერში
და იქაც მაწუხებს უშენო თარეში.

გრძელ ღამეს ხავერდის გადეკრა ზეწარი.
გიპოვნი, მიყვარხარ, მოვდივარ-
ეგ არი!

შემხვდება ღრუბლების სულ თეთრი ამბავი
ჩავწვები მიყურებს ცის გარდა არავინ.

გავცდები და ქარის იხვევა საბანი
ირხევა ტყეები და იასამანი!

რომ მალე დავეშვა იმ ნაცნობ მხარეში
საც ფიქრი გაეშვა ღრმა სიმწუხარეში.

გიპოვნო კი მინდა თუმც თვალნი ვერ გძებნის.
და ისევ ძალა მაქვს სურნელთა მიდევნის

გრძელ ღამეს ხავერდის გადეკრა ზეწარი.
გიპოვნი, მიყვარხარ, მოვდივარ-
ეგ არი!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →