შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

მრისხანებით აივსო, დგას შეშლილი დიდება

_Ni_Ka 6 წლის წინ
მრისხანებით აივსო დგას შეშლილი დიდება,
მიდის ქარში ხვეული შურისგება ტიტების.
პოეზიის ფერფლიდან ჭვრეტით დაიბინდება-
გადამფრენ თოლიათა ცების პირამიდები!

სულ მარტოში ვეცდები შევეჯახო ბროლ-გრძნობებს,
საც მსოფლიოს მწვერვალთა სიცივეა. ზარებად
დარეკს მქროლავ თვეების მჩქეფარება დრო თორმეტს
და თვალწინ არეკლილი სული გაიბზარება!

შემდეგია ცხოვრების მოლაპლაპე წარსული...
შთანთქვას შთაგონებითი მზერით არ ვუნელდები!
პოეზიის ფერფლიდან უკვდავებით წასული
მდორე გაოგნებათა მქროლი ლურჯი ელდები!

ახლა აწმყოს მშვენება ოქროს ცრემლთა ღვრაშია,
გარდასული წვიმების ჯარი აწრთობს ფანტელებს.
ახლა ჩემი რაღაცა სწორედ იმ საზღვარშია,
სადაც შემოქმედებას სიყვარული ასველებს!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →