შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ესე უეცრად ქრება

_Ni_Ka 6 წლის წინ
ესე უეცრად ქრება
სურვილთა მდგარი გუნდი!
სიცოცხლე ნელა შრება
და შენც მკვდარივით ცდუნდი!

გაწვება ოთახს ბნელი
ცივ ჩრდილში მდგარი ეგო.
დახსნის არა სჩანს ველი
ძნელია გამოეყო!

და აი მოდის სევდა...
და აი მოდის შფოთი...
რაც მე ყოველთვის მსდევდა,
და რაც ყველასთან მოდის!

იქნება ქარში ლავრა,
უტყვი ფიქრების მპოვლი.
ციურ წვეთების დაღვრა,
შემდეგ მყინვარე თოვლი!

ესე უეცრად ქრება
სურვილთა მდგარი გუნდი!
სიცოცხლე ნელა შრება
და შენც მკვდარივით ცდუნდი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →