შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

საუკუნო ნიაღვარი ღამის ცაზე

_Ni_Ka 6 წლის წინ
საუკუნო ნიაღვარი ჩამომწვარა ღამის ცაზე
და უცხოა მისი სუნთქვა და უცხოა სილამაზე.

შერეული ფერთა ჭედვით აჩენს ღრუბლის ჯერთა რიგებს
და ღრუბლებზე,ვით ქალი ეშხს, მთვარე სვეტებს დაარიგებს!

მიუწვდენად გაშლის ხსოვნის, მოგონების ყვითელ ზაფრებს.
სევდა მოაქვთ ზღვიდან მხოლოდ, ზღვიდან სევდა მოაქვთ აფრებს!

ძლიერია გულის ძგერა, შეწუხებულ ქარის ჩიხში,
უცხო, როგორც ეს სიმღერა, მშვიდი, როგორც მოლოდინში.

და გაძლება ხმების მოსვლის, ღამის რისხვით იღწვიან!
რომ ამბობენ სულ არაფერს და უბრალოდ ისმიან!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →