შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

როცა უეცარი ციდან ცვივა ცვარი

_Ni_Ka 6 წლის წინ
როცა უეცარი ციდან ცვივა ცვარი,
მაშინ თვითონ ცაა რამაც გადაგისწრო!
რასაც ვერასოდეს მე ვერ მივუსწარი!
რამაც ვერასოდეს მე ვერ შემომისწრო!

გრძნობა გაიქროლებს ქარიშხლების ზღუდე.
საზღვრებს ეხეთქება მწუხრის ნიაღვარი.
ახლა აპრილია, გაზაფხული თურმე,
მე კი სულელივით მიკვირს იანვარი!

დაღლა ვაოცნებე შვების ჩანჩქერებით,
შვებაც მომიკვდება, ვით იას უარი.
საზღვარს მივადგები ბოლო აჩემებით-
უდაბნოდან მქროლი ზის იაგუარი!

ისევ უდაბნოა წყნარი ოკეანე!
ისევ ცაა ხსნათა ჩუმი სარტყელებით!
მალე დაღამადება, მოვა ღამის შუშა
მწვანე ამაზონის შავი პანტერებით!

როცა უეცარი ციდან ცვივა ცვარი,
მაშინ თვითონ ცაა რამაც გადაგისწრო!
რასაც ვერასოდეს მე ვერ მივუსწარი!
რამაც ვერასოდეს მე ვერ შემომისწრო!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →