შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

და შემოტევა ღამის ლანდების

_Ni_Ka 6 წლის წინ
მე არ ვაპირებ დავხარო აფრა...
აწი მემოგონი გნახავ სულ მალე.
მჯერა, რომ ძალუძს დაშვებულ დაფნას
იყოს მკურნალი გზნებით მხურვალე!

და შემოტევა ღამის ლანდების
არის სულ უცხო, ძლიერ შორია
არ შეყვარება გიჟი ბრალდების,
სუნთქვის მორევში მელანქოლია.

და არც ტყუილად სევდა მიტომ ვლე.
აღარ იქნება ნატვრა აი ცა.
აღარ იქნება შენი სითოვლე,
ან სად წახვედი? ვკვდები, დაიცა!

თუმც მენატრები ისევ და მაინც,
ნახვა მომელის მზებით აყრილი.
და მჭამს ისევე, როგორც ამ მაისს
წინამორბედი ჭამდა აპრილი!

და შემოტევა ღამის ლანდების
არის სულ უცხო, ეხლა მქროლია
აშრიალება წითელ ვარდების,
ვით გარდაცვლილი მელანქოლია!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →