შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

სადამდე

_Ni_Ka 6 წლის წინ
სადამდე, სადამდე, სადამდე-
გავთავდე, გავთავდე, გავთავდე
როდემდე, როდემდე, როდემდე-
მომენდე, მომენდე, მომენდე!
და საით და საით და საით-
არ საით, არ საით, არ საით!
და სხვისთვის, ან ვისთვის, ან რისთვის-
არ ითვლის და იცვლის ქარი ქრის!
როდემდე დანდობა, როდიდან-
მომენდე და ნდობა მოვიდა!
შიშობით ყოველთვის, არასდროს-
მშვიდობით! პოეტის ცა არ თოვს!
თუ იყო, სად იყო? ამ მაისს არ იყავ-
ურიყო ზღვა იყო და მაინც გარიყა!
რომ ისევ თუ სასრულს გაიღებს ვერარა-
მომისევს უსასრულს მივიღებ- მე არა!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →