შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ცივ ზამთარში გაზაფხულდები...

ზამთრის სიცივით შემახსენებს
თავს უშენობა,
და წვიმის წვეთი მიწის კიდეს
ასკდება გრძნობად.
არ მსურს ვუსმინო გულის ძახილს,
სევდით სავსეა,
ნამზეურების ფერი დაჰკრავს,
წარუშლელ შენს კვალს.
ამაოდ ელტვის დღეს ეს გული,
ბედნიერებას,
ერთხელ პოულუბს სულიერი,
ციურ სიამეს,
გედიც იმღერებს სიცოცხლეში
უკანასკნელად.
ახლა მაფიქრებს უმზეობა გადავიტანო,
ზეცა მამხნევებს,
სანუგეშოდ მასხამს იმედებს,
და მჯერავს ცის, რომ
ცივ ზამთრში გაზაფხულდები.

2018
Laravel · მასალის გაზიარება დაუშვებელია.

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →