შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

***

უსასრულობის
დასასრული,
ჯერ არ შობილა...

მელაპარაკეთ სიყვარულის
წმინდა ამბორზე!
სრულყოფის საზღვარს,
როგორ კვეთენ ხეთა ჩრდილები!
მარადიული, ამ დროს მხოლოდ გაზაფხულია...
დროის ნაკვალევს,
ნაგრძნობი შლის,
გრძნობის საშლელით...
მობრუნდი კარგო,
ნუ გაჰყვები,
უღვთო დინებას,
რადგან არიცი,
როდის, ან სად
დაგასამარებს!
18.04.2024წ
Laravel · მასალის გაზიარება დაუშვებელია.

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →