შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ხორბალს ვინც თესდა სიყვარულისათვის

ვერ ვიარწივებთ,
მძიმეა ჯვარი,
ცის ძლიერ ლტოლვით,
ადამის მოდგმა,
სულის ბნელ სარდაფს ,
ოხვრით შესცქერის,
არწივობას ნატრობს ოდითგან,
როცა დაკარგა სრულყოფილება.
წამით შეჩერდი სულო ცოდვასთან!
წამით რომ გითხრა რაღაც საამო,
ვის დაუთესავს ხორბალში ღვარძლი?
ან ვინ დაღვარა მართალის სისხლი?

გთხოვო შეიცნო ცა არწივების,
და ვინაც გშობა არწივობისთვის,
ვინც ახალშობილს გასწავლა ფრენა,
ხორბალს ვინც თესდა სიყვარულისთვის და
სარეველა შური და ღვარძლი იწვოდა ცეცხლში...
მოდი მოვიმკათ,ჩვენ ის მარცვალი,
ცის ანარეკლად,რაც შობილია..
Laravel · მასალის გაზიარება დაუშვებელია.

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →