შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

და შენ დანებდი...

-რა გითხრა?
-თუ სიბნელეში სინათლეს ვერ ხედავ, ბრმა ხარ,
-მკვდარი თევზივით დინებას მიჰყვები
და სად გაგრიყავს არიცი..
ამაობას ვნებდებით კარგო,
ცოდვილებად გვნათლავენ, ამ დროს...
და მე მგონია, ქარებს წრფელი ზრახვები ახლავთ...
სიმართლე შეცდნილ პატრძალს ჰგავს დროება პირქუშად ჰქრის,
მარტო არ გაჰყვე არ დაიკარგო...
უსინათლო წყვდიადია..მზეს თვითონ ვმარხავთ,
გრძნობის ნაპრალები გაჩნდა,
გული ამტკივდა...
სიყალბე დავინახე, გშორდები...
ქარები პირქუშად ჰქრიან,
დაპატარავდა დედამიწა,
დიდი გული აქვსო,
ზემოდან გვიცქერს..
სიცხადე შეგეხო,
იგრძენი,
ეს სინამდვილე იყო,
სიწრფელე,
ნეტარება, სისავსე,
და შენ დანებდი...
Laravel · მასალის გაზიარება დაუშვებელია.

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →