შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ჩვენი ქვეყნის ბუნება

საქართველოს ბუნება
საოცარი განძია.
მთებზე ჯიხვი ბინადრობს,
ტყეში,- მურა დათვია.
ბალახზე რომ მოცოცავს,-
ეს ირემა ხოჭოა,
მდინარეს რომ მოჰყვება
კალმახი და ღორჯოა.
მთიდან თმებად იშლება
წყაროს წყალი კამკამა,
ჩვენებური არწივი
ცაში ხაზავს კამარას.
მაგრამ მარტო შექება
არ უშველის ბუნებას,-
ჩვენი დაუდევრობით
თუკი განადგურდება.
წითელ წიგნში შეყვანილ
ირემსა და მურა დათვს
ჯავშანს ხომ არ ჩავაცმევთ
ან დავხურავთ მუზარადს?!.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →