შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

,,მკურნალები''

მე და ჩემი ძამიკო
როცა ვსტუმრობთ ბებიას,-
ბაბუს ასე გასძახებს:
ექიმები გვეწვია!
ისიც უცებ მხარს უბამს,
მკურნალები მოვიდნენ?
აბა, კარგად გავხდებით,
მაშინ აღარ მოვიწყენთ!
მერე დიდხანს ვხალისობთ
ბავშვები და დიდები,
ვაშოშმინებთ დედიკოს,-
არ ვართ გადაღლილები.
ბებო გახარებული
ირგვლივ ყველას არწმუნებს:
თავი უკვე არ მტკივა,
წნევაც კი არ მაწუხებს.
ბაბუს აღარ სჭირდება
ვალიდოლი გულისთვის,-
ამბობს: აღარც კი მახსოვს
ჩემი რადიკულიტი.
ბოლოს მათი ნათქვამი
ლამის ჩვენც დავიჯერეთ,-
ასე თუ გავაგრძელებთ,
დავავიწყებთ სიბერეს!
Laravel

კომენტარი

1
გალინა მასწავლებელო დონე 1 · ახალბედა 1 წლის წინ
რა სასიამოვნოდ იკითხება.
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →