შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ისევ ადამიანები ....... :((((((((((((((((((

ინგა ფევაძე 2 წლის წინ
ადამიანები განვსხვავდებით ერთმანეთისგან, აზროვნებით,
შეხედულებებით,გუნებით,გემოვნებით
მაგრამ საერთოა განცდა, ცხოვრებისეული გამოწვევებისგან რასაც ვიღებთ,სულიერ სიხარულს ან ტკივილს ყველა თავისებურად,თუმცა ერთნაირად განვიცდით.
ყველაზე ძვირფასი სარგებელი რაც ამ ერთჯერადი ცხოვრებისგან შეგიძლია მიიღო ეს სულის სითბოს შენარჩუნებაა, დანარჩენი ისედაც ხომ ვიცით ძალიან ფიქტიური და დროებითია..არც ისაა გადამწყვეტი ვისზეც მაღლა დგახარ დღეს😉
შენთან,შენს ცხოვრებაში მოსულ ადამიანს გაუფრთხილდი,რომელსაც სიმშვიდე, განწყობა და სიცოცხლე მოაქვს.
რამდენად ბანალურად არ უნდა ჟღერდეს ადამიანები გვილამაზებენ სიცოცხლეს, ვერავითარი საყოფაცხოვრებო ფუფუნება,რეგალია წუხილს და სულის სისავსეს ვერასდროს ამოავსებს, ვინმე თუ სხვაგვარად ფიქრობს☝
ბოლოს მაინც ხვდება რომ ერთმანეთის სიყვარული უფრო გვამშევს,ვიდრე მატერიალური ნაყროვანება.......
___ინგა ფევაძე ___
#მზე #შემოდგომისა 🍂🍁
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →