შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

სიმდიდრე და სიღარიბე

ღმერთმა იცის ვინ რით ტკბება,ვინ რას ითმენს.
სჯობს ვეშურო ბიბლიას და მრწამს ფსალმუნებს.
წმინდა ქრისტე მადლმოსილი ,სულთაშემწე
არ გვიწონებს გულგრილობას და სიძუნწეს.

სიმდიდრეზე განაწყენდა სიღარიბე–
რად დამცინი,არ მშველი და თავს მარიდებ.
რად გგონია სამყაროსი ხარ მფლობელი,
თავი ფულით ,ხელთქონებით განამტკიცე.
მას სიმდიდრემ უპასუხა–ფული ძალობს,
რაც ვისურვო ყველაფრითურთ გავიხარო.
არ მადარდებს სხვისი დონე–სიდუღჭირე,
არ მაღელვებს სხვისი კვნესა,რა დავმალო?
სიღარიბემ დაუყვირა–ცდები ძმაო!
ფრთხილად იყავ,ეგ სიმშვიდე არ დაკარგო.
ღმერთის გარდა არვინ იცის ვის რა ელის ,
ეგებ ხვალე სახელებიც კი გავცვალოთ.
სიძუნწით თავს დაიღუპავ,დაისჯები
არ გაიღებ,გამკრთალდები საცოდავო,
სიძუნწემ კი ისე ცივად გაიღიმა–
რაც უნდ მოხდეს,მაინც არ მსურს გაყოფაო.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →