შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

მე და მუზა

და მე და მუზა ვცეკვავდით ტანგოს
ამაღლებულნი ციურ სივრცეში.
იყო სურნელი ზეიმთა სარგო,
მელოდიური მჭრელი რითმები.
ვცეკვავდით სწრაფად დაუღალავად
შემართებულნი ქება–დიდებით,
არ გვაშინებდა ჭექა–ქუხილი,
ცივი გრიგალის ზრდილი რბოლები
და არც სიავე მხდალი ცდუნების.
ძლიერი მუზა ღვთაებას ჰგავდა
თვალთა სხივებით, მწვერვალი მწვავდა
ასე მახვილი ნიჭიერების.
მე მისი მწამდა მადლმოსილების
და ღრმა სიკეთის.
შეუდარელი შესრულდა ტანგო
ამაღლებულთა ხმა განმტკიცების.
იყო სურნელი ზეიმთა სარგო,
მელოდიური მჭრელი რითმები.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →