შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

სულო იმარჯვე ბრძოლებით

თავს რა დამატყდა ,რად ვტირი
ვის ვემონები ნებითა.
ვგრძნობ დამეუფლა სიკვდილი,
უძლურებისა ქებითა.

სულო იმარჯვე ბრძოლებით
მზად დაუხვდები მორიგ ჟამს,
იბედნიერებ–ცხონდები,
ვიწრო გზის ზიარებითა.

არა სიყალბე,შფოთვები,
მცდარი რჩევები შორიდან.
წინ–წინ უშიშრად იარე,
ცრემლად განიწმენდ ცოდვისგან.

გულწრფელ ლოცვებით ვივსები,
ვმადლობ სიმაღლეს ზეცისა.
რაც განვიცადო ვმტკიცდები,
სიახლოვითა ღმერთისა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →