შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

გათენებულა

გათენებულა, მე კი მეგონა
რომ დამქანცავდნენ გულის ფიქრები,
ასე მშფოთვარე წვიმიან ღამეს ვერ გავუსწრებდი.
გათენებულა, მტერი ვიყავ ავი ზვირთების.
ნდობით აღჭურვილს გამარჯვება მერგო
სისხლის წვეთებით.
ვენდო მარად სალოცავს სულის ძიებით.
შევთხოვ უფალს მადლს და წყალობას
და მიტევებას ნაფლეთ ცოდვების.
რა გაეწყობა, კვდომამ ამუქა წლები ოხერნი.
ისმის გალობა, განმტკიცება მართალ სულების.
ეს სიძლიერე სიყვარულია მორჩილ არსების.
გათენებულა, გათენებულა,
მწამს გადავრჩები.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →