შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

შენთვის მომინდია ფოთოლცვენა

მე რომ სიყვარულზე გეჩურჩულე,
შენთვის მომინდია ფოთოლცვენა,
ვენაცვალე მაგ მარწყვისფერ ტუჩებს
და იმ სილამაზეს რასაც შენში ვხედავ.

თუ არ მაწყენინებ,მიერთგულებ,
გული გულს უთუოდ ეახლება.
გჩუქნი მრავალ ,მრავალ თაიგულებს
შენთვის მომინდია ფოთოლცვენა.

ასე გაოცებით რად მიყურებ,
უმაღლესი გრძნობა ჩემში რჩება.
შემიყვარე,იგრძენ და ისურვე,
რომ არ დაგვაშოროს შემოდგომამ.

მაგ წაბლისფერ თვალებს და მარწყვისფერ ტუჩებს,
დადარდიანება არ უხდება.
მე რომ სიყვარულზე გეჩურჩულე,
შენთვის მომინდია ფოთოლცვენა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →