შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ახალო წელო

მოდი თამამო ახალო წელო,
სრულად მოლხენა,სიმღერა მინდა.
მომაჯადოვო და დამატყვევო,
საოცარია იანვრის დილა.

გულით მორთულო,მხნე ნაძვის ხეო,
მხარგადაშლილი,ფერადად ბრწყინავ,
გაშლილ სუფრასთან ვთქვა სადღეგრძელო,
მშვიდობა ქვეყნად,ბარაქა შინა.

ზარი ჩამოჰკარ ახალო წელო,
გამოაცხადე გზები გახსნილად,
წარმატებები რომ დაგვებედოს,
მწვანე ისრები სტყორცნე ახლიდან.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →