შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ლურჯი ია

იმ ბაღჩაში ტიტებს შორის
შევამჩნიე ლურჯი ია.
მიცქერდა და მიღიმოდა,
მომხიბლა და გადამრია.

შემიყვარდა და ვეტრფოდი
პაწაწინა ტურფა იას,
ვუცქერდი და ვუმღეროდი,
ასე ლამაზ თვალებიანს.

ზოგჯერ წვიმდა, ვსველდებოდი,
მაგრამ არაფერი მწყინდა.
მახარებდა, მიღიმოდა
ციდა ტანკოპწია ია

იმ ბაღჩაში ტიტებს შორის
შევამჩნიე ნაზი ია,
გაზაფხულის სურნელს ღვრიდა,
მომხიბლა და გადამრია.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →