შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ისევ ჩავივლი თბილ ქუჩებს

კარები გამოვიხურე
სიკვდილმა გადამიარა.
გარშემო სუფევს სიჩუმე,
სიმღერა მიყვარს არადა.
განა სიცოცხლეს ვიწუნებ
წუთისოფელმა დამღალა.
გულო იტირე, იხუვლე
დავრჩით ბედისა ამარა.
თუმცა რას მარგებს სისუსტე
ან ვის წაადგა წამლადა.
ისევ ჩავივლი თბილ ქუჩებს
არვის შევხედავ ავადა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →