შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ერთი ხარ

ჩუმი და ფრთხილია ღამე,
მადლობა რომ შემიყვარე.
მივენდო გულს და თვალებს,
მეც მოგიყვები რამეს…
შენ თვალთა სინათლეს ვეტრფი და გიწამე,
ერთი ხარ,ვინც ასე გამათბო დილამდე.
წლებია ეს გრძნობა რომ გვაერთიანებს,
განა სხვა ვინატრო და ნურც სხვა მინატრებს.
სუნთქვა და ვარდი ხარ,დარდი და სიამე.
ვგრძნობ შენი თვალმზერით სამოთხეს მივაგნებ
და ასე მშვენიერს გეფერო მინდა მე.
რა ჩუმი ღამეა,ღამე და სინათლე…
საოცრად მიყვარხარ,მეტი რა გითხრა მე.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →