შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

მზის სიმღერას ვუერთდები

სცენა,ტაში,ყვავილები
უანგაროდ დამითმია.
მზის სიმღერას ვუერთდები,
მძლეველია და ძვირია.

წყალმოშიში ვინ დამხრჩვალი,
ვინ ჯიუტი მენავეა,
ზოგი მოსწყდა სიდუხჭირეს,
მომღერალი მეველეა.

მელოდია რჩეულ ბგერით
სიმაღლეა-სილაღეა.
ფართო სული სიყვარულის
ნეტარებით აღვსილია.

მზის სიმღერას ვუერთდები,
მძლეველია და ძვირია,
სცენა,ტაში,ყვავილები
უანგაროდ დამითმია.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →