შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

მხატვარს

ფუნჯით იღვაწე,ინათე
მარცხი-მალვა და ძილია.
მშვენება-მწვერვალს იქ ვაღწევთ,
სადაც მაღალი კიბეა.

მახვილ ნახატით გვახარებ,
ავ თვალს სუდარა ჭირისა.
უბრალო კალმით ვინ აღწერს
შესაძლებლობებს ნიჭისა.

დახვეწილობით ღმერთს აღწევ,
მჭვრეტელ თვალით და გულითა.
სრულად იღვაწე,ისწრაფე,
სიცოცხლე სუფევს ლხინითა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →