შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

შველა სულს

შენი თვალების სინათლე
მახარებს,ათბობს სული სულს.
მთქმელი პოეტი მქვია მე,
უკან დახევა არა მსურს.

ისმინე,ჩამწვდი,მიწამე,
სიცოცხლე სუფევს ,არა დუმს.
სხივია ციდან მიწამდე,
ცოდვა ქუხს.

ვიმღეროთ დღიდან დილამდე,
გული იღლება,როცა წუხს.
სხეული რას არ იბარგებს,
შველა სულს.

ღმერთისგან სიტყვა-სიმართლე
ამარცხებს ყოველ მცდარს და მრუდს.
ვეცადოთ არ დაგვიანდეს,
რაც გვძალუძს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →