შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ვმღერი

რა ვიღონო? მტრედი ვარ,
ნათლის შემვედრებელი.
გულით რომ მსურს ვმღერი და
არც ავ გზას არ ვნებდები.

მაცდური და ჭრელია
წუთისოფლის ფერები.
მეტად სუფთა თეთრია,
თეთრი მანცვიფრებელი.

ვმღერი, ვმღერი ,ვმღერი და
შენც ამყევი ბგერებით.
მინდა ერთად შევძლოთ და
გავარღვიოთ ქვესკნელი.

რა ვიღონო? მტრედი ვარ,
ნათლის შემვედრებელი.
მოწყალე და მხსნელია
ღმერთი შეუცდომელი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →