ჩანაწერი
Laravel
თეთრი რაში
შენ არ იცი როგორ მტკივა გული ღამით
და არ იცი რა ფიქრები მაწუხებს.
თეთრი რაში დაჰქრის ფართო მოედანზე,
თვალით კი შორს , ვაი რა შორს გაჰყურებს.
ამ სოფელში ვინ მტყუანი, ვინ მართალი,
ისედაც ჩანს რა მოგვწონს და რას ვუძლებთ.
მთავარია არ ჩაგვიქრეს ნაპერწკალი,
გამარჯვება სიყვარულის მსახურებს.
და თუ ვჩანვართ ვინ ჭკუით,
ვინ ხატულ ტანით,
ვერ წავუვალთ , მკვრივ სქელ ფარდას დავუშვებთ.
მოვასწროთ და სულს შევუშვათ რწმენა-მადლი,
რაც სიცოცხლეს და სიმშვიდეს გვანიჭებს.
შენ არ იცი როგორ მტკივა გული ღამით
და არ იცი რა ფიქრები მაწუხებს.
თეთრი რაში დაჰქრის ფართო მოედანზე,
თვალით კი შორს, ვაი რა შორს გაჰყურებს.
და არ იცი რა ფიქრები მაწუხებს.
თეთრი რაში დაჰქრის ფართო მოედანზე,
თვალით კი შორს , ვაი რა შორს გაჰყურებს.
ამ სოფელში ვინ მტყუანი, ვინ მართალი,
ისედაც ჩანს რა მოგვწონს და რას ვუძლებთ.
მთავარია არ ჩაგვიქრეს ნაპერწკალი,
გამარჯვება სიყვარულის მსახურებს.
და თუ ვჩანვართ ვინ ჭკუით,
ვინ ხატულ ტანით,
ვერ წავუვალთ , მკვრივ სქელ ფარდას დავუშვებთ.
მოვასწროთ და სულს შევუშვათ რწმენა-მადლი,
რაც სიცოცხლეს და სიმშვიდეს გვანიჭებს.
შენ არ იცი როგორ მტკივა გული ღამით
და არ იცი რა ფიქრები მაწუხებს.
თეთრი რაში დაჰქრის ფართო მოედანზე,
თვალით კი შორს, ვაი რა შორს გაჰყურებს.
Laravel
კომენტარი
0