შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ვარსკვლავებსაც ვწვდებით

სიყვარულით სავსე ხარ და სხვა რა გინდა მეტი?
ღამე მესაუბრა შენზე ვრცლად, უკლებლივ.
სამშვიდობოდ ცდილობ, ვარსკვლავებსაც წვდები. არ გაშინებს, არ გკლავს ტკივილი და ცრემლი. სიყვარულით სავსე ხარ და ავი ჭირის მძლევი.
არ შემშურდა შენი, მე ვერ შევძელ მეტი,
გზები მაბრკოლებდნენ და ფუჭი ფიქრები.
დაცემა და ყინვა, დაგვიანებები...
ახლა მიხარია მზე და შადრევნები, მაღალ სიყვარულზე ლაღი სიმღერები.
დღეს თუ იმედი მაქვს რომ შეგიყვარდები,
წმინდა უფალს ვმადლობ ამ უზომო რწმენით.
წითელ ღვინოს დავლევ, ლამაზ ლექსსაც დავწერ, გავაჟღერებ სათქმელს თამამი სიმებით.
საოცარი დილაა და გრძნობას ვერ ვერევი.
ღამე მესაუბრა შენზე ვრცლად, უკლებლივ.
შენ ხარ ახლო სხივი, ცოდვილ სულის მხსნელი.
ცალ-ცალკე თუ ერთად ვარსკვლავებსაც ვწვდებით
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →