შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

მოდი ხევსურეთს

მზის სითამამეს თვალად ეწვიო,
მოდი ხევსურეთს გახსნილი გულით.
ხმით დაუყვავე ამაყ მთა-ველებს,
ცის სილამაზე ადიდე სრული.

ღმერთო მაღალო არსდროს წაშალო
მკურნალ- წყარონი, ვიწრო ბილიკნი,
გამწვანებული არემარენი,
ცის დიდებაზე ღრუბელთა ფიქრი.

ამ ამაღლებულ გარემოცვაში
უმშვენიერეს ყვავილთა ხიბლი,
რწმენით უდრეკი სალოცავები
და უკვდავების თეთრი მანდილი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →