ჩანაწერი
Laravel
გული ისევ გამითბა
გული ისევ გამითბა
იოხრა და იტანჯა.
ავმნახველი გაცივდა,
მწარე ცრემლი დაღვარა.
გული ისევ გამითბა,
სად არ იყო-იარა.
სიყვარული დამირჩა
თაფლით აღვსილ ფიალად.
გული ისევ გამითბა,
გოლიათად იმარჯვა.
სიკვდილიც კი განგმირა,
არ დაურჩა ბინადრად.
გული იქცა ქვა-რკინად,
არც დაცემა იკადრა.
ბოროტება ამხილა,
ზოგიც გაასამართლა.
გული ისევ გამითბა,
იოხრა და იტანჯა.
ახლა უკვე ცხადია
უკვდავების წილად არს.
იოხრა და იტანჯა.
ავმნახველი გაცივდა,
მწარე ცრემლი დაღვარა.
გული ისევ გამითბა,
სად არ იყო-იარა.
სიყვარული დამირჩა
თაფლით აღვსილ ფიალად.
გული ისევ გამითბა,
გოლიათად იმარჯვა.
სიკვდილიც კი განგმირა,
არ დაურჩა ბინადრად.
გული იქცა ქვა-რკინად,
არც დაცემა იკადრა.
ბოროტება ამხილა,
ზოგიც გაასამართლა.
გული ისევ გამითბა,
იოხრა და იტანჯა.
ახლა უკვე ცხადია
უკვდავების წილად არს.
Laravel
კომენტარი
0