შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

როცა ხატიდან ცრემლი გადმოვა

რაც გვიხაროდა, შემდეგ რა მოხდა?
ამდენ ცოდვების გამო ვისჯებით.
როცა ხატიდან ცრემლი გადმოვა,
უსუსური და მხდალი იქნები.

ხედავ რა უცებ დაღამებულა,
გამოფენილან მუქი ცოდვები.
ქრისტე უფალს ვთხოვ არ მიგვატოვოს
და არ წაგვერთვას შუქი სიცოცხლის.

რაც ჩავიდინეთ ღიად, ფარულად,
უძღებ ეშმაკის იყო ის წუთი.
ახლა გვამშვიდებს ხმოვნად გალობა
და მზის ამოსვლა ტაძრის მშვენებით.

გვერდიგვერდ ვიდგეთ მყარად , მორჩილად,
ყვავილ- ზაფხულს ვხმობთ,ყინვას ვინ ძებნის?
არ დავბინძურდეთ და არ ვაგროვოთ
ბილწი ცოდვები, ავი ფიქრები.

რაც გვიხაროდა, შემდეგ რა მოხდა ?
ამდენ ცოდვების გამო ვისჯებით.
როცა ხატიდან ცრემლი გადმოვა,
უსუსური და მხდალი იქნები.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →