შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

მამას (მურმანს)

ვარდივით ლექსი ეს სადღეგრძელო შენ მოგიძღვენი მამა-მშობელო,
სიცოცხლის წლები რით გავიგრძელოთ? მადლობა ღმერთო ვთქვა სადღეგრძელო.

შეძელი ბევრი სულო რა წრფელო,
გზად გაგვიძეხი ურყევ იმედათ,
მადლიერება ვცნო -გაგიბედო
მადლობა ღმერთო - ვთქვა სადღეგრძელო.

გრძნობები-ცრემლი მწირედ მეჩვენა,
მეტი ხარ , მეტი , მამა -მშობელო,
ნაკურთხ სუფრასთან რა გავიმეტო
მადლობა ღმერთო -ვთქვა სადღეგრძელო.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →