ჩანაწერი
Laravel
თვალები ლურჯი
შორს სისაძაგლე ქმედებით მუქით,
შორს სისასტიკე ურწმუნო სულის.
ცად წვდომის ქროლვა შემოვა გულში,
მაბედნიერებს სიმაღლით სრულით.
სძლევს უძლურებას , სევდას და წუხილს
მანცვიფრებელი თვალები ლურჯი.
მე მიყვარს მუნჯად თვალები ლურჯი,
ციური ელვა, ციური შუქი.
მსურს გაბედულად მოვიღო ფუნჯი,
ვზიდო, ვამხილო თვალები ლურჯი.
არ მიმატოვოს წამლეკი წუთით
სითბო-სინაზემ ლამაზი სულის.
არც არაფერი ვინატრო შურით,
დამინათებენ თვალები ლურჯი.
ციური მზერა,
ციური ბგერა,
ციური რისხვა,
თვალები ლურჯი.
შორს სისასტიკე ურწმუნო სულის.
ცად წვდომის ქროლვა შემოვა გულში,
მაბედნიერებს სიმაღლით სრულით.
სძლევს უძლურებას , სევდას და წუხილს
მანცვიფრებელი თვალები ლურჯი.
მე მიყვარს მუნჯად თვალები ლურჯი,
ციური ელვა, ციური შუქი.
მსურს გაბედულად მოვიღო ფუნჯი,
ვზიდო, ვამხილო თვალები ლურჯი.
არ მიმატოვოს წამლეკი წუთით
სითბო-სინაზემ ლამაზი სულის.
არც არაფერი ვინატრო შურით,
დამინათებენ თვალები ლურჯი.
ციური მზერა,
ციური ბგერა,
ციური რისხვა,
თვალები ლურჯი.
Laravel
კომენტარი
0