შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

სიტყვით განვმტკიცთეთ გზით ნაწამებნი

მაბორკილებენ და მდარაჯობენ
გულკადნიერი მწვავე წუთები,
საფეხურებად დაგებულები.
ვინ რას დაეძებს? მფლობენ ფიქრები,
მუზა მარხულობს თავგამეტებით.
მოდი ,გაბედე საყვედურები
დაგელოდები, დამეუფლები.
გაბედულები ერთად ვიქნებით,
სიტყვებს მოვაფენთ გრძნობით ალესილს.
ფეთქავს გონება, მიხმობს გულები,
მარად სიცოცხლეს არ ვეურჩები.
რა სად მერკინა რატომ დავეცი?
ვძლიო სიშიშვლეს მაღალ კარებით.
გულად არსებით მომეკარები
და განვმტკიცდებით გზით ნაწამებნი...
სულით მებრძოლნი გაბედულები.
მაბორკილებენ და მდარაჯობენ
გულკადნიერი მწვავე წუთები.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →