შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

სენტიმენტები

გარეთ წვიმს, სხეული ჩამოვხსენი,
ფიქრებივით ნესტიანი ამინდია,
იცი, ამ ყველაფერს რატომ ვყვები?
განცდები სახლიდან გამირბიან.

ზურგზე სენტიმენტები მოვიკიდე,
სამარშუტო ტაქსებიც არ მიცდიან,
ნუ მკითხავ, რატომ ვერ ვივიწყებ,
რადგან, დავიწყება არც მიცდია.

ვუყურებ გამხმარ მცენარეს და
თითქოს მასზე ვირეკლები,
უკვე დავემსგავსე მებაღეს და
იხსენებთ მცენარეს გისველებდით.

ისევ ცრემლით რწყავენ ქუჩებს
და აქ ასფალტს აშრობს ნაბიჯები,
ტკივილს ვერაფერი გამიყუჩებს,
სანამ, სადაც მსურს იქ არ ვიქნები.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →