ჩანაწერი
Laravel
ცელქი ბავშვები
ზოგჯერ ვშიმშილობ ბედნიერებას,
დღეს დილით, მხოლოდ დარდი მივირთვი,
მე ვერ დავიწყებ კადნიერებას,
რადგან სულ მახსოვს, ვინ ვარ, ძილის წინ.
ფილმების ნაცვლად ვუყურებ სიზმრებს,
ვხვდები წარსულიც განაჩენია,
ზოგჯერ ჯობს, არ ჩაუღრმავდე ფიქრებს,
იქნებ შენ, ვერც ის, გადაგეჩვია.
გულებს ამსხვრევდნენ, როგორც შუშებს,
ოდნავ გაზრდილი, ცელქი ბავშვები,
როდესაც ანგელოზებმა უთხრეს,
მათ ჩუმად ყურში ჩემი აზრები.
გაბზარულ სარკეში მხედავ გახლეჩილს,
მე ვარ ბევრი და თავ-დაკარგული
და ვინც მამთელებს, სწორედ ამჩნევს ის,
ნამსხვრევებში, რა მაქვს გადამალული.
დღეს დილით, მხოლოდ დარდი მივირთვი,
მე ვერ დავიწყებ კადნიერებას,
რადგან სულ მახსოვს, ვინ ვარ, ძილის წინ.
ფილმების ნაცვლად ვუყურებ სიზმრებს,
ვხვდები წარსულიც განაჩენია,
ზოგჯერ ჯობს, არ ჩაუღრმავდე ფიქრებს,
იქნებ შენ, ვერც ის, გადაგეჩვია.
გულებს ამსხვრევდნენ, როგორც შუშებს,
ოდნავ გაზრდილი, ცელქი ბავშვები,
როდესაც ანგელოზებმა უთხრეს,
მათ ჩუმად ყურში ჩემი აზრები.
გაბზარულ სარკეში მხედავ გახლეჩილს,
მე ვარ ბევრი და თავ-დაკარგული
და ვინც მამთელებს, სწორედ ამჩნევს ის,
ნამსხვრევებში, რა მაქვს გადამალული.
Laravel
კომენტარი
0