შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ნაწყვეტი

ზოგჯერ თავს ვაჯერებ, რომ აღარ მახსოვხარ,
ვივიწყებ ჩემთვის - ნაცნობ ბილიკებს,
ხალხით სავსე ვაგონში, ახლაც მარტო ვარ,
სანამ ვეტრფი წარსულს, აწმყო მივიწყებს.

შემთხვევით - შეხვედრის - შიში დამყვება,
ზოგჯერ მაღვიძებს, შენი სახის დანახვა,
ადრე მწამდა, დღეს არ ვიცი აქ რა დარჩება,
რადგან აღარ მძალუძს მკვეთრად ასახვა

ვეღარ ვწერ, რაც სიყვარულს ვემშვიდობები,
რა ხანია, სევდას მძიმედ - კარი გავუღე,
ისე სწრაფად, გაუფასურდა ჩემი გრძნობები,
ამ ჩემს ზღაპრებს უკვე ვიცი - არც უსმენ.

მივდივარ მძიმედ, რადგან, წასვლა არ მსურდა,
არ მისმენ, მაგრამ ისევ, საუბარს არ ვწყვეტ,
თუ გესიზმრები, ჯერაც არაფერი დასრულდა,
უბრალოდ, ფილმიდან, შენ ხედავ ნაწყვეტს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →