ჩანაწერი
Laravel
საშიში სიჩუმე
ისევ ვაბიჯებ ნაცნობ ბილიკებს
და ვხვდები, გზები ჩემი გათელილია,
დღეს პირველად ვარ, რადგან ვივიწყებ,
კარებს, რომელიც დაკეტილია.
მე დავმარცხდები ის თუ იტირებს,
ამიტომ ვამბობ, წასვლის ჯერია,
შენს ნათქვამ სიტყვებს მხოლოდ ვციტირებ
და ისმენ, რაც ჯერ, არ მიმღერია.
ღამის ბნელ და საშიშ სიჩუმეს,
ისევ ჩემი ქურთუკივით მოვიცვამ,
გაიხსენებ, რომ ბევრჯერ იცრუეს,
იქ სადაც იმედმა, თავი მოიკლა.
დრო გადის, ვხვდებით, ხავსს ვეჭიდებით,
მწერებივით, მარტივად ვკვდებით მწერლები,
დღემდე, ვერ ხვდებიან, რას ვერიდები,
რადგან ვერ გაიგეს, რასაც შენ ხვდები.
და ვხვდები, გზები ჩემი გათელილია,
დღეს პირველად ვარ, რადგან ვივიწყებ,
კარებს, რომელიც დაკეტილია.
მე დავმარცხდები ის თუ იტირებს,
ამიტომ ვამბობ, წასვლის ჯერია,
შენს ნათქვამ სიტყვებს მხოლოდ ვციტირებ
და ისმენ, რაც ჯერ, არ მიმღერია.
ღამის ბნელ და საშიშ სიჩუმეს,
ისევ ჩემი ქურთუკივით მოვიცვამ,
გაიხსენებ, რომ ბევრჯერ იცრუეს,
იქ სადაც იმედმა, თავი მოიკლა.
დრო გადის, ვხვდებით, ხავსს ვეჭიდებით,
მწერებივით, მარტივად ვკვდებით მწერლები,
დღემდე, ვერ ხვდებიან, რას ვერიდები,
რადგან ვერ გაიგეს, რასაც შენ ხვდები.
Laravel
კომენტარი
0