შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ეკლიანი ბილიკები

ვაღებ დარაბებს თვალცრემლიანი,
მზის სხივი კანს წვავს, ისე ეცემა,
შენ ფიქრობ, რომ დღეს ვარ სევდიანი,
მე კი ვმალავ სულ, რასაც ვერ ხედავ.

ბილიკებია კვლავ ეკლიანი,
ჩემი ხედვაა შენთვის ფერწერა,
ვიფიქრე, რომ იყო ღამე გვიანი,
მაგრამ დღე უკვე ვეღარ თენდება.

ვარ მე იქ სადაც მზის შუქშიც ბნელა,
სადაც ნათელი არ ისადგურებს,
ცივა, შენი სხეულის ფიტულში ცხელა,
მე კი მუსიკის ფონზე ვითვლი მეტროსადგურებს.

ვამბობ, სანამ არ დაიზეპირებ,
ჩემთვის დუმილი განა ძნელია,
მაგრამ სული თუ საუბარს ირჩევს,
გონებით დუმილი განსაცდელია.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →