ჩანაწერი
Laravel
ჯიბის ქურდები
ჩაიში ჩაწურულ მჟავიანობას,
სიტკბოს უმატებს შენი ტუჩები,
გახსოვს ამბობდი და თან გჯეროდა,
არ დამივიწყებენ, მე ეს ქუჩები.
გვავიწყდებოდა, ის, რომ ციოდა,
სითბოს ინახავდნენ ჩვენი ჰუდები,
ველოდი მას, ვინც მე აღარ მელოდა,
სიყვარულს იპარავდნენ, ჯიბის ქურდები.
ჩუმად ვმალავდი, მაგრამ მტკიოდა,
ვერ გაჩვენებდი, მე რას ვუძლებდი,
ვიცი, რომ შენი დარდიც გეყოფა,
განა, ჩემი მოსმენით შენ წუხდები.
იცი, მეც მომბეზრდა ტრავმიანობა,
ტრაგიზმმა გაავსო სულ ეს ფურცლები
და დღეს მას ვუძღვნი თავს ვინც მენდობა,
რადგან შენ ვიცი არ დაბრუნდები.
სიტკბოს უმატებს შენი ტუჩები,
გახსოვს ამბობდი და თან გჯეროდა,
არ დამივიწყებენ, მე ეს ქუჩები.
გვავიწყდებოდა, ის, რომ ციოდა,
სითბოს ინახავდნენ ჩვენი ჰუდები,
ველოდი მას, ვინც მე აღარ მელოდა,
სიყვარულს იპარავდნენ, ჯიბის ქურდები.
ჩუმად ვმალავდი, მაგრამ მტკიოდა,
ვერ გაჩვენებდი, მე რას ვუძლებდი,
ვიცი, რომ შენი დარდიც გეყოფა,
განა, ჩემი მოსმენით შენ წუხდები.
იცი, მეც მომბეზრდა ტრავმიანობა,
ტრაგიზმმა გაავსო სულ ეს ფურცლები
და დღეს მას ვუძღვნი თავს ვინც მენდობა,
რადგან შენ ვიცი არ დაბრუნდები.
Laravel
კომენტარი
0