შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ფიქრები უფრთო

Lunatic 1 წლის წინ
დაძრწიან გმინვით შენზე ფიქრები,
ფიქრები კოჭლი, ფიქრები უფრთო,
გადაოხრებულ, დამწვარ ოცნებას
ფერი წაართვა ამ ღამემ უფრო.

წვიმა ვერ მიხშობს ბედუინს გვალვას -
მისი არიაც ვეღარ მმკურნალობს,
სისხლი სდის სანთელს, შენთვის დანთებულს -
ყოველი წვეთი შენს სახელს გალობს.

სიტყვები დაღლით მიმძიმს ბაგეზე -
ერთიც არ ცოცხლობს შენთვის ამჯერად,
გულს კი, გულს რაც კი მძივად უკინძავს
სულ ჩაუმარხავს ლექსად სამღერად.

კვლავაც დაძრწიან, დაძრწიან კრძალვით
მოგონებანი და ფიქრნი უფრთო,
და ამ გრძნობათა ჯოჯოხეთშიც კი
არვის მოველი მე შენზე უფრო.
Laravel

კომენტარი

1
Lunatic
ჩემია, თუმცა ამ ეტაპზე ფსევდონიმით ვაქვეყნებ.
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →