შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

🎶

მთიელი 1 წლის წინ
ჩემს თვალებს დააქვთ შავთეთრა ღრუბლები.
შენამდე მოსასვლელ ბილიკს ვმზერ შორიდან...
შენ ჩემო ლამაზო ნუ მომეღრუბლები.
მოვალ და შენთან კვლავ მზეებს მოვიტან...
მოვალ და გიამბობ რარიგად გნატრობდი
მოვალ და ჩემს გრძნობას სიმღერად მოგირთავ...
იმასაც, რასაც ლექსებად ვამბობდი.
მღეროდა გული და გფერობდა ტრფობითა...
ტრიალებს დრო და მოიტანს გაზაფხულს.
შენფერა ყვავილებს დაიბნევს მინდვრები...
მინდა სულ გახსოვდეს რაც სულიდანა მსურს.
რომ სიცოცხლისა და სუნთქვისთვის მჭირდები...
მჭრიან ვით ვარსკვლავნი მზერას ეგ თვალები.
მე შენი ღიმილის ტყვე ვარ და მახელებს...
მინდა რომ მოგხვიო ძვირფასო მკლავები.
მინდა რომ ერთი ზეცის ქვეშ დავბერდეთ...
დამყვება უშენოს შავთეთრა ღრუბლები.
მიყვარს ის ბილიკი შენთან რომ მომიყვანს...
შენ ჩემო საუნჯევ ნუ მომეღრუბლები.
მოვალ და შენთან კვლავ დარებს მოვიტან...

მთიელი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →